რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერაქტები აღკვეთა
რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის რეგიონში უკრაინის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ტერაქტები აღკვეთა. რუსული მედია წერს, რომ დივერსიულ-ტერორისტული აქტები უკრაინის სპეცსამსახურებმა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო სისტემა „იგლას“ გამოყენებით დაგეგმეს.
გავრცელებული ცნობით, დაკავებულია 1972 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე.
როგორც რუსული მედია წერს, დაკავებულმა მამაკაცმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დავალებით, მანქანაში განთავსებული სათავსოს გამოყენებით, კიევიდან რუსეთში, ესტონეთის გავლით, ტრანზიტით გადაიტანა „იგლა“ ტერორისტული აქტების მოსამზადებლად.
რუსული მედია ასევე წერს, რომ ქალაქ ბრიანსკში დაკავებულია უკრაინის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სატრანსპორტო ტერმინალზე ტერაქტის მოწყობას გეგმავდა.