რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვისა და ტულის ოლქებში, „დონის“ ავტომაგისტრალზე მოძრაობაზე შეზღუდვები შენარჩუნებულია
მოსკოვისა და ტულის ოლქებში, „დონის“ ავტომაგისტრალზე მოძრაობაზე შეზღუდვები შენარჩუნებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. ამასთან, საგზაო შეზღუდვები სრულად არის მოხსნილი როსტოვსა და ლიპეცკში.
„რეგიონებში მანამდე მიღებული გადაწყვეტილებების თანახმად, ძალაში რჩება მოძრაობის შეზღუდვა M-4 „დონის“ მაგისტრალზე ტულისა და მოსკოვის ოლქებში“, – იტყობინება რუსეთის ფედერალური საგზაო სააგენტო.
რუსეთში როსტოვისა და მოსკოვის დამაკავშირებელ „დონის“ მაგისტრალზე გადაადგილება გუშინ შეიზღუდა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლების დედაქალაქისკენ მსვლელობის გამო. მაგისტრალზე მოეწყო ბლოკპოსტები.