რუსული მედიის ინფორმაციით, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული
რუსული მედიის ინფორმაციით, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანია დაღუპული

რუსეთში, ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, სტიქიის შედეგად 150-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ირკუტსკის ოლქში წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მონაცემებით, დატბორილია ოთხი ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი. სტიქიამ დააზიანა ავტომაგისტრალები და ხიდები. ათასობით ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია.