რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების ხმა გაისმა გვიან ღამით ქალაქ ქერჩში, რის გამოც გამოცხადდა თავდასხმის საფრთხე და ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების ხმა გაისმა გვიან ღამით ქალაქ ქერჩში, რის გამოც ქალაქში თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა და ყირიმის ხიდზე მოძრაობა შეჩერდა.
ყირიმის ხელმძღვანელის მრჩევლის თქმით, აფეთქებებს ყირიმის ხიდთან საერთო არ აქვს.
„ხმამაღალ ხმებს, რომელიც ქერჩის მცხოვრებლებმა ერთი საათის წინ გაიგეს, ყირიმის ხიდთან საერთო არ ჰქონია. გამოცხადებულია თავდასხმის საფრთხე. მისი მოხსნის შემდეგ მოძრაობა განახლდება“, – დაწერა ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა „ტელეგრამის“ საკუთარ გვერდზე.
ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის ყირიმის ხიდზე მოძრაობა აღდგენილია.