რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება.
როგორც რუსული მედია წერს, „მოლაპარაკებებზე მხარეები განიხილავენ სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს“.
სააგენტო „ტასის“ ცნობით, გუშინ ასლან ბჟანია შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. რუსული მედიის ცნობით, შეხვედრისას განსახილველ საკითხთა შორის იყო სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი.
როგორც მედია წერს, აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა ლავროვს განუცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში.