რუსული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ კურსკში საწვავის რეზერვუარი იწვის
რუსული მედიის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმით შემდეგ კურსკში საწვავის რეზერვუარი იწვის, ქალაქში განგაშია. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო იუწყება, ცეცხლი მიხალოვსკის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატის საწყობში გაჩნდა. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო, რომელიც რუსეთში რკინის მადანს მოიპოვებს და ამუშავებს. ის რუს მილიარდერს, ალიშერ უსამანოვს ეკუთვნის.
მანამდე კურსკის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ჟელეზნოგორსკის რაიონში მდებარე საწყობში ხანძარი გაჩნდა. ტელეგრამარხებზე ვრცელდება ხანძრის ვიდეოც.
„იტარ-ტასი“ ასევე წერს, რომ ჟელეზნოგორსკში კიდევ ერთი დრონით საწვავის და საპოხი მასალის საწყობს დაესხნენ თავს. ამის გამო კურსკში გამოცხადებულია სარაკეტო თავდასხმის საფრთხე და მოქალაქეებს ურჩევენ, შენობებს შეაფარონ თავი.
უკრაინაში დრონებით თავდასხმის შესახებ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ.
ცნობისთვის, მიხალოვსკის სამთო-გადამამუშავებელი კომბინატი მანამდეც იყო თავდასხმის ობიექტი.