რუსული მედიის ცნობით, უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი
რუსული მედიის ცნობით, უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ოთხი ადამიანი

უკრაინის არმიის მიერ რუსეთის ქალაქ გრაივორონის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

რუსული მედიის ინფორმაციით, ბელგოროდის რეგიონის ქალაქის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ტერიტორიული თავდაცვის წევრი, რომელიც მონაწილეობას იღებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ბელგოროდის რეგიონის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზიანდა კომერციული შენობა, შვიდი კერძო სახლი, ორი ავტოფარეხი და ორი მანქანა.