რუსული მედიის ცნობით, კურსკზე უკრაინელი სამხედროების თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
უკრაინელი სამხედროების მიერ კურსკზე თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.
როგორც კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა ტელეგრამარხზე დაწერა, დაღუპულებს შორის ორი ბავშვიც არის.
ორი ადამიანი კი რილსკის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა.