რუსული მედიის ცნობით, ტარიელ ონიანი ციხიდან გათავისუფლდა
რუსული მედიის ცნობით, ტარიელ ონიანი ციხიდან გათავისუფლდა

კრიმინალური ავტორიტეტი ტარიელ ონიანი რუსეთში პატიმრობიდან გათავისუფლდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ონიანი ორენბურგის ოლქის ციხეში იხდიდა სასჯელს და მის ბედს ახლა სამართალდამცველები გადაწყვეტენ.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტარიელ ონიანს დეპორტაცია ემუქრებოდა, რადგან მას რუსეთის მოქალაქეობა არ აქვს.

გამოსასყიდის მიღების მიზნით რუსი ბიზნესმენის გატაცების ბრალდებით კრიმინალურ ავტორიტეტს 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დანაშაულებრივი გზით მიღებული ფულადი სახსრების ლეგაზიციის ბრალდებით, ონიანზე ესპანეთმა 2006 წელს საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.