რუსული მედიის ცნობით, „თალიბანს“ ყაზანის „ბრიქსის“ სამიტში მონაწილეობა სურს
რუსეთის სახელმწიფო სააგენტოს, „რია ნოვოსტის“ ცნობით, „თალიბანმა“, რომელიც ამჟამად ავღანეთს მართავს, მოსკოვში გააგზავნა განაცხადი ოქტომბერში ყაზანში დაგეგმილ „ბრიქსის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად.
მათივე ცნობით, ეს განაცხადი მოსკოვში „თალიბანის“ პოლიტიკური ფრთის ხელმძღვანელმა, აბდულა განი ბარადარიმ გააგზავნა.
წერილის ავტორი ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი ნურიდინ აზიზია, ხოლო ადრესატი – რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.
„ჩვენ გამოვხატავთ ინტერესს და გვსურს, სამიტზე მაღალი დონის დელეგაცია გავაგზავნოთ. მათ შორის, ავღანეთის ვიცე-პრემიერის აბდულა განი ბარადარის, ასევე, ჩემი და სხვა მონაწილეების ჩათვლით“, – ნათქვამია „თალიბანის“ მიმართვაში, რომელსაც რუსული მედია ავრცელებს.