რუსული მედიის ცნობით, სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს
რუსული მედიის ცნობით, სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს

რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს. რუსული მედიის ცნობით, განკარგულება თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასცა.

როგორც რუსული მედია წერს, განკარგულება მას შემდეგ გაიცა, რაც შეიარაღებული ძალების სარდალმა, სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე სამხედროების გადაყვანით მათ სიცოცხლეს გადაარჩენდნენ.

„მიმდინარე სიტუაციის ყოვლისმომცველი შეფასებით, გთავაზობთ, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროს დაკავებას თავდასაცავად. მესმის, რომ ეს ძალიან რთული გადაწყვეტილებაა. ამავდროულად, ჩვენ შევინარჩუნებთ, ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენი სამხედროებისა და შეიარაღებული დაჯგუფებების ბრძოლიუნარიანობას, რომელთა დაყოვნებაც მარჯვენა სანაპიროზე უპერსპექტივოა“, – მიმართა შოიგუს სუროვიკინმა.

ამასთან, რუსული მედიის ცნობით, სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს აცნობა, რომ „სპეცოპერაციის ზონაში ვითარება დასტაბილურებულია და უკრაინულმა ძალებმა აგვისტოდან სექტემბრამდე პერიოდში დიდი დანაკარგები განიცადეს, კერძოდ დაიღუპა და დაშავად 9,5 ათასი უკრაინელი“.