რუსული მედიის ცნობით, სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა
რუსეთის თავდაცვის მინსტრმა სერგეი შოიგუმ, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ აცნობა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
შოიგუს მონაცემებით, მომზადებას 218 ათასი ადამიანი გადის. მომზადებას დაასრულეს და უკრაინაში გაგზავნეს 82 ათასი ადამიანი.
„მობილიზაციის ფარგლებში გაწვეული მოქალაქეების გაგზავნა დღეს დასრულდა. მოქალაქეების შეტყობინება დასრულებულია. თქვენ მიერ დასახული ამოცანა, 300 ათასი ადამიანი მობილიზების შესახებ შესრულებულია. რაიმე დამატებითი დავალებები არ იგეგმება“, – განაცხადა შოიგუმ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, სამხედრო კომისარიატებში ჯარების დაკომპლექტება მოხალისეებით და საკონტრაქტო მებრძოლებით გრძელდება.
პუტინმა ამჟამად მთავარ ამოცანად მობილიზებულთა ეკიპირებით უზრუნველყოფა და მათი მოზადება დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, ნაწილობრივი მობილზაციის პირველ ეტაპზე იყო სირთულეები და შეცდომები, რაც პუტინის თქმით, გარდაუვალი იყო, რადგან მსგავსი ღონისძიებები რუსეთში დიდი ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა.
„საჭიროა აუცილებელი დასკვნების გაკეთება, სამხედრო კომისარიატების მუშაობის მთელი სისტემის მოდერნიზება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა თავდაცვის უწყებას შეიარაღებული ძალების ყველა კომპონენტის მშენებლობაში შესწორებების შეტანა დაავალა, მათ შორის სახმელეთო ძალების.
ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა.