რუსული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა ღამით ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის რაიონებსა და ყირიმში 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს
ღამით რუსეთმა 18 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
როგორც რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, უპილოტო საფრენი აპარატები ბრიანსკის, კალუგის, ბელგოროდის რაიონებსა და ყირიმში ჩამოაგდეს.
ამასთან, ბელგოროდის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინელები ბელგოროდში სამ დასახლებულ პუნქტს დაესხნენ თავს. დაზიანებულია კერძო სახლები.