რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა და ალჟირმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი
რუსული მედიის ცნობით, რუსეთმა და ალჟირმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი

რუსეთმა და ალჟირმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ალჟირელ კოლეგას, აბდელმაჯიდ ტებუნის სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში კრემლში უმასპინძლა.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკის, გარემოს დაცვისა და კულტურის.

ვლადიმერ პუტინმა ტებუნი რუსეთ-აფრიკის სამიტზეც მიიწვია, რომელიც მოსკოვში მომავალ თვეში გაიმართება.

„ალჟირთან ურთიერთობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის და სტრატეგიული ხასიათისაა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ განვავითარეთ ძალიან კარგი ურთიერთობა რუს ხალხსა და ალჟირის მამაც ხალხს შორის, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის და გაიმარჯვეს“, – აღნიშნა პუტინმა.

თავის მხრივ, ალჟირის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა რუსეთს მხარდაჭერისა და იარაღის მიწოდებისთვის, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვანი იყო ალჟირის დამოუკიდებლობის დაცვაში.