რუსული მედიის ცნობით, რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს
რუსეთი ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნებს მართავს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სწავლებაში, სახელწოდებით „ოკეანის ფარი 2023“, მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი საბრძოლო ხომალდი და კატარღა, 30 საფრენი აპარატი და ექვსი ათასი სამხედრო მოსამსახურე.
თავდაცვის უწყების ცნობით, ბალტიის ზღვის აკვატორიაში რუსეთის სამხედრო წვრთნის ფარგლებში ჩატარდება 200-ზე მეტი საბრძოლო მანევრი, მათ შორის იარაღის პრაქტიკული გამოყენებით.