რუსული მედიის ცნობით, პაკისტანში რუსული ნავთობის მეორე პარტია ჩავიდა
პაკისტანში რუსული ნავთობის მეორე პარტია ჩავიდა.
რუსული მედიის ინფორმაციით, „ურალსის“ მარკის ნავთობით დატვირთული გემი ყარაჩის პორტში შევიდა. ხომალდმა პაკისტანში 55 ათასი ტონა ნავთობი ჩაიტანა.
პაკისტანმა 100 000 ტონა რუსული ნედლი ნავთობის პირველი შეკვეთა ამ წლის აპრილში წარადგინა ორ ქვეყანას შორის შეთანხმების პირობებზე ერთთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ. რუსული ნავთობი მიეწოდება პაკისტანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, „პაკისტან რეფინერი ლიმიტედს“, რომელიც მას გადამუშავებისას ურევს „არაბიან ლაითსის“ მარკის ნავთობს.
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა 16 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთმა დაიწყო ნავთობის მიწოდება პაკისტანში მეგობრული ვალუტით, ფასი მათთვის იგივეა, რაც სხვა მყიდველებისთვის.