რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წელს შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის სასუქი შეისყიდა
რუსული მედიის ცნობით, მიმდინარე წელს შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან რეკორდული რაოდენობის სასუქი შეისყიდა

შეერთებულმა შტატებმა რუსეთიდან მიმდინარე წელს, რეკორდული რაოდენობის, 944 მილიონი დოლარის ღირებულების სასუქი შეისყიდა. რუსული მედიის ინფორმაციით, წინა მაქსიმუმი გასულ წელს დაფიქსირდა, როდესაც შვიდი თვის შესყიდვის ღირებულებამ 900 მილიონ დოლარს მიაღწია.

ექსპორტის ღირებულება წელს ხუთი პროცენტით გაიზარდა. ამასთან, ივლისში შესყიდვები ივნისთან შედარებით სამჯერ შემცირდა, წლიური თვალსაზრისით თითქმის 40 პროცენტით – 54.4 მლნ დოლარამდე. ეს არის მინიმუმი 2021 წლის აგვისტოდან.

რუსეთმა წელს მეორე ადგილი დაიკავა შეერთებული შტატებისთვის სასუქების მიწოდებით.

პირველ ადგილზეა კანადა, რომელმაც შვიდ თვეში 2.8 მილიარდი დოლარის ღირებულების სასუქები მიაწოდა.