რუსული მედიის ცნობით, „გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის
„გაზპრომი“ სომხეთს ბუნებრივ აირს დროებით აზერბაიჯანის გავლით მიაწვდის. ამის შესახებ გამოცემა „კომერსანტი“ იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასიის“ მილსადენზე სარემონტო სამუშაოებია.
რუსულმა კომპანიამ აზერბაიჯანის ნავთობკომპანიასთან მოკლევადიანი კონტრაქტი 16 მარტს გააფორმა.
სარემონტო სამუშაოები სამი კვირა გაგრძელდება, რის შემდეგაც ბუნებრივი აირი სომხეთს კვლავ საქართველოს გავლით მიეწოდება.