რუსული მედიის ცნობით, ბელგოროდის რაიონის სოფელ როჟდესტვენკაზე უკრაინული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთის ბელგოროდის რაიონის სოფელ როჟდესტვენკაზე უკრაინული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ბელგოროდის რეგიონის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა.
რუსული მედია ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ დილიდან საჰაერო თავდაცვის სისტემამ რეგიონში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.
ასევე, მედიის ცნობით, დღის განმავლობაში უკრაინული უპილოტო თვითმფრინავებით თავდასხმა განხორციელდა შებეკინსკის ურბანული რაიონის სოფელ მასლოვა პრისტანზეც. თავდასხმის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს დაეცა. ამ შემთხვევაში თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.