რუსული მედიის ცნობით, ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართება
რუსული მედიის ცნობით, ანკარაში რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართება.
როგორც „კომერსანტი“ წერს, რუსეთის მხარეს თურქეთში წარმოადგენს საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი.
მედიის ცნობით, შეხვედრა საჯაროდ არ დაანონსებულა. მოლაპარაკებების დეტალები ჯერ უცნობია.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ არ შეუძლია, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია ანკარაში მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.
აშშ-ისა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლოს ერთმანეთს 10 იანვარს ჟენევაში შეხვდნენ.