რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების განკარგულებებს“
რუსული მედია წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დონეცკისა და ლუგანსკის „აღიარების განკარგულებებს“

როგორც რუსული მედია წერს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა „განკარგულებებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანაკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარების თაობაზე“.

მათივე ცნობით, ბჟანიამ თქვა, რომ „აფხაზეთი ყურადღების ადევნებს თვალს დონბასის ირგვლივ არსებულ ვითარებას“.

„დონეცკისა და ლუგანსკის ხალხებთან ჩვენი მეგობრობის სულისკვეთებით, მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ვიყოთ ჩართული მათ სამომავლო ბედში, გულწრფელად ვუსურვოთ ჩვენს ძმებს უსაფრთხო და მდგრადი განვითარება. დღეს ხელი მოვაწერე განკარგულებებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთელი აფხაზური საზოგადოება მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას“, – თქვა ბჟანიამ.