რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა
ვლადიმერ პუტინმა უკრაინის კონტრშეტევის დაწყების შესახებ განაცხადა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ წერს.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინულმა ჯარებმა საომარი მოქმედებების ვერცერთ ნაწილში ვერ შეასრულეს დაკისრებული ამოცანები.
„რაც შეეხება კონტრშეტევას, ჩაიფუშა თუ არა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კონტრშეტევის ყველა მცდელობა, რომელიც აქამდე განხორციელდა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ კიევის რეჟიმის პოტენციალი კვლავ ნარჩუნდება“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განიცადეს მნიშვნელოვანი დანაკარგები, რომლებიც აღემატება „კლასიკურ“ მაჩვენებელს. ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ბრძოლის ველზე არსებული რეალობიდან გამომდინარე აფასებს სიტუაციას მტრის კონტრშეტევასთან დაკავშირებით.
როგორც რუსული მედია წერს, ბოლო დღის განმავლობაში კიევმა დაკარგა 945 ჯარისკაცი, 33 ტანკი, 38 ერთეული ჯავშანტექნიკა და სხვა სახის შეიარაღება.