რუსული მედია - უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა
რუსული მედია - უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ბელგოროდის ოლქში საბრძოლო მასალების აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.

როგორც რუსული მედია წერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება ბელგოროდის ოლქის დასახლება „ოქტიაბრსკში“ მოხდა.

„ბელგოროდის ოლქის სოფელ ოქტიაბრსკში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მოხდა საბრძოლო მასალების საწყობის აფეთქება. მოხდა მათი დეტონაცია. წინასწარი მონაცემებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსული მედიის ცნობით, გარდა ამისა, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ, ნოვოოსკოლსკის რაიონში რაკეტა ჩამოაგდო, რომლის ნამსხვრევებმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა.