რუსული მედია - უკრაინის ქალაქ იზმაილზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მიიღო მონაწილეობა
უკრაინის ქალაქ იზმაილზე რუსეთის თავდასხმის მოგერიებაში რუმინეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ მიიღო მონაწილეობა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, თავდასხმის დასასრულს რუმინეთიდან უკრაინის ტერიტორიაზე ორი ავიაგამანადგურებელი შეფრინდა.
რუსული მედია წერს, რომ სანაპირო ზოლის გასწვრივ ფრენის შემდეგ, რუმინეთის სამხედრო თვითმფრინავებმა უკრაინის ტერიტორია დატოვეს.
რუსეთის თავდასხმას ოდესის ოლქის ქალაქ იზმაილზე სამი ადამიანი ემსხვერპლა, 14 კი დაშავდა.
რუსული მედიის თანახმად, რუსმა სამხედროებმა დაარტყეს პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებს, მათ შორის დასავლური ჯავშანტექნიკის საწყობებს და ასევე გაანადგურეს რუმინელი დაქირავებული მებრძოლები და უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები.
უკრაინის ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ რუსმა სამხედროებმა მრავალსართულიანი შენობები დაბომბეს.