რუსული მედია - უცნობი პირი ოსტანკინოს ტელეანძისა და ლენინის მავზოლეუმის აფეთქებით იმუქრება
რუსული მედია - უცნობი პირი ოსტანკინოს ტელეანძისა და ლენინის მავზოლეუმის აფეთქებით იმუქრება

უცნობი პირი ოსტანკინოსა და ლენინის მავზოლეუმის აფეთქებით იმუქრება, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსკოვში სამართალდამცველები ამოწმებენ რამდენიმე ობიექტს. მათ შორის ოსტანკინოს ტელეანძასა და ლენინის მავზოლეუმს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, მანამდე საგანგებო სიტუაციების სამსახურში შევიდა შეტყობინება, რომ ორივე შენობა დანაღმულია. საგანგებო სმსახურები ამ ცნობებს ამოწმებენ.