რუსული მედია - რუსეთი უკრაინაში ადგილობრივი დროით 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის
რუსული მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის თხოვნის შესაბამისად, რუსეთი უკრაინაში ადგილობრივი დროით, დილის 09:00 საათიდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს აცხადებს და ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის.
მედიის ცნობით, ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნება კიევის, მარიუპოლის, ხარკოვისა და სუმის მცხოვრებლებისთვის.
რუსული მედია ასევე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები განახორციელებენ ევაკუაციის უწყვეტ მონიტორინგს, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.
„რუსეთის მთავრობა უკრაინის ხელისუფლებისგან, ასევე ქალაქების ხელმძღვანელობისგან კონკრეტულ ქმედებებს ელოდება“, – წერს მედია.