რუსული მედია - რომის პაპმა ვლადიმერ პუტინს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა
რომის პაპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ვატიკანში შეხვედრის დროს „მსოფლიოს მფარველი ანგელოზის მედალი“ აჩუქა. ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, უნიკალური მედალი პაპ ფრანცისკეს პონტიფიკაციის ექვსი წლისთავთან დაკავშირებით არის გამოცემული და პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლის თავს ეძღვნება.
პონტიფიკოსის მიერ პუტინისთვის მედალის გადაცემის შესახებ თავდაპირველად ჩეჩნეთის ლიდერმა დაწერა. რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ მედალს ას წელიწადში ერთხელ გადასცემენ და ვლადიმერ პუტინი ბოლო 462 წელიწადში მისი მეხუთე მფლობელია.
რომის პაპმა ვლადიმერ პუტინი ვატიკანში 4 ივლისს მიიღო. დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა და კათოლიკური სამყაროს წინამძღვარმა უკრაინის და სირიის საკითხები განიხილეს. ეს პაპ ფრანცისკესა და ვლადიმერ პუტინს შორის უკვე მესამე შეხვედრა იყო.