რუსული მედია პეტერბურგში აფეთქების შემსრულებლისა და ორგანიზატორის დაკავების შესახებ წერს
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა სანქტ-პეტერბურგში, ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შემსრულებელი და ორგანიზატორი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო “რია ნოვოსტი” უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაღაზიის შემნახველ საკანში მოთავსებული ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა 27 დეკემბერს ამოქმედდა. აფეთქების შედეგად დაშავდა 13 ადამიანი, მათგან რამდენიმე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მომხდარს ტერაქტი უწოდა.
მოგვიანებით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.