რუსული მედია - მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა წინასააღდგომო მიმართვისას ხელისუფლების ტირანიად გადაქცევის რისკებზე ისაუბრა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა, კირილემ წინასააღდგომო მიმართვისას ხელისუფლების ტირანიად გადაქცევის რისკებზე ისაუბრა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვრის ქადაგება რუსეთის პირველი არხის ეთერით გადაიცემოდა.
„მხედველობაში მყავს ყველა, საეკლესიო ხელისუფლება და საეროც… ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულებას, რომელიც ზოგჯერ მოითხოვს სხვათა თავისუფლებების შეზღუდვას, არ შეიძლება, თან ახლდეს პირადი ამპარტავნება და ქედმაღლობა, მაშინ ხელისუფლება გადაიქცევა ტირანიად”, – განაცხადა კირილემ.
პატრიარქის თქმით, ეკლესიამ არ უნდა გაუტოლოს საკუთარი თავი პოლიტიკურ ძალებს და თავი უნდა აარიდოს პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობას.