რუსული ძალების უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
რუსული ძალების უკრაინაზე მასირებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა. მსხვერპლია ჟიტომირის, ვოლინის, დნიპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმის სამიზნედ არჩეული იყო ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მათ შორის კიევის ჰიდროელექტრო სადგური.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა თავდასხმა 100-ზე მეტი რაკეტითა და 100-მდე დრონით განახორციელა.