რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა
რუსული ძალების მიერ ოდესის ოლქის დაბომბვას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაშავებულია კიდევ სამი პირი, მათი მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთაგან ორი ერთი ოჯახის წევრი, დედა-შვილი არიან. მათ მრავლობითი მოტეხილობები და თერმული დამწვრობები აღენიშნებათ.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატებით ღამის განმავლობაში განხორციელდა.