რუსუდან თევზაძე - გიორგი გახარიას პარტიის მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე
რუსუდან თევზაძე - გიორგი გახარიას პარტიის მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე

ეს არის გაერთიანება, პარტია რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საკეთილდღეო საქმეების კეთებისათვის, ეს არის ის მნიშვნელოვანი ამოსავალი, რის გამოც მე ვარ ამ პარტიის წევრი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა.

როგორც რუსუდან თევზაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტიის მიზნები და ამოცანები დაფუძნებულია ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრაზე.

„გიორგი გახარიას გუნდს, აქვს ჩემთვის მისაღები ღირებულებები, შესაბამისად მისი მიზნები, ამოცანები და ქვეყნის განვითარების სტრატეგია არის მისაღები ჩემთვის, რომელიც დაფუძნებულია პრობლემების გადაჭრაზე და თითოეული მოქალაქის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე. ეს არის გაერთიანება, პარტია, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის საკეთილდღეო საქმეების კეთებისათვის და ეს არის ის მნიშვნელოვანი ამოსავალი, რის გამოც მე ვარ პარტიის წევრი“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.