„ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რუსუდან კერვალიშვილმა პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მან ოთხწლიანი სასჯელი მოიხადა.
„ჩემი გული დავტოვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. იცით, რომ ჩემი და, მაია რჩეულიშვილი ისევ პატიმრობაშია. თავისუფლების ფასი არაფერი არ არის. აქ თავისუფლებას ვგრძნობდი ჩიტების ფრენით. ბევრი ჩიტია. განცდა ძალიან დიდი მაქვს. ერთი ძალიან დიდი სინანული მაქვს – ის ადამიანები, რომლებიც ძალიან გვენდნენ, წლების განმავლობაში დაზარალდნენ ჩვენთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მაია ხუთი წელიწადია, აქ არის და მეოთხე წელიწადია, არ მოხერხდა, რომ პრობლემა დასრულდეს. ახლა იმედი მოგვეცა, რომ ერთ თვეში იწყება მშენებლობა. ჩვენი ამოცანა ერთია, ყველა ადამიანი ბედნიერი იყოს და შევიდეს თავიანთ ბინებში“, – განაცადა კერვალიშვილმა.
რუსუდან კერვალიშვილის თქმით, თანამშრომლობენ მერიასთან, პროკურატურასთან და ელოდებიან საპროცესო შეთანხმებას.
„ყველაფერი გადაეცა ინვესტორებს. ყველა, რაც კი არსებობს ქონება. შესაბამისად, გადაეცემათ ფული კომპანიიდან მერიის დახმარებით და რვა სხვადასხვა კომპანია დაასრულებს ამ მშენებლობას. მაია არის ის ადამიანი რომლის გარეშეც შეუძლებელია დასრულდეს ეს პროცესი. ეს პერიოდი აქ სულ მუშაობდა. გვინდა, მიეცეს საშუალება, რომ დაასრულოს ეს პროცესი“, – განაცხადა რუსუდან კერვალიშვილმა.