რუსთავში მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 1999 წელს დაბადებული ნ.ც., წუხელ, გვიან ღამით, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა.
„მან იარაღის მუქარით გამყიდველს დაახლოებით 500 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ნ.ც., მომხდარიდან რამდენიმე საათში, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“,- აღნიშნავენ შსს-ში.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.