რუსთავში წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 26 ოჯახს გადაეცა
რუსთავში წლების განმავლობაში დაუკანონებელი ფართები საკუთრებაში კიდევ 26 ოჯახს გადაეცა.
საქართველოს მთავრობამ, შესაბამისი განკარგულებით, ტერენტი გრანელის და დავით გარეჯის ქუჩებზე მცხოვრებ 26 ოჯახს ფართები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადასცა.
აღნიშნულ მისამართებზე მცხოვრებ 26 ოჯახს ბინის კანონიერი ფლობისთვის მხოლოდ საჯარო რეესტრის შესაბამისი რეგისტრაცია დასჭირდება.
მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ მოსახლეობას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავის მერის მოადგილეებმა – კახა გურულმა და დავით იშხნელმა გააცნეს.
საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებაც რუსთავში ათწლეულების განმავლობაში არ ხერხდებოდა, დღეისათვის ჯამში 229 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში.