რუსთავში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 39-მდე გაიზარდა.
თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ქალაქში რისკ-ჯგუფში შემავალი ქვეყნებიდან დაბრუნდნენ.
როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განაცხადა, 39-ვე პირი თავს კარგად გრძნობს და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
სასტუმრო „რუსთავის“ საკარანტინო სივრცეში კი ადამიანთა რაოდენობა 97-დან 83-მდე შემცირდა.
კარანტინში მყოფი ადამიანების ნაწილი თვითიზოლაციაში გადავიდა.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც სტაბილურია.