რუსთავში ტექნიკის მაღაზია „ალტა ოქეი“ გაქურდეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
ჩამტვრეულია ცენტრალური კარის მინა, საიდანაც სავარაუდო დამნაშავეებმა შენობაში შეღწევა მოახერხეს.
არსებული ინფორმაციით, წაღებულია ძვირადღირებული ტელეფონები და პლანშეტები.
შენობა აყვანილი იყო დაცვის სისტემაზე და დამონტაჟებული იყო სათვალთვალო ვიდეოკამერა.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა ადგილზე მუშაობა უკვე დაამთავრეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავეების ვინაობა.