რუსთავში, თბილისის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართა. აქციის ფარგლებში 600 ძირი შავი ფიჭვისა და 100 კიპარისის ნერგი დაირგა. გამწვანების აქციაში მოქალაქეებთან ერთად, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და ახლადარჩეულმა საკრებულოს წევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
„თითოეული საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და მუნიციპალიტეტი ემსახურება, გათვლილია მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს აქცია ქალაქისთვის უდაოდ მნიშვნელოვანია. მსგავს აქციაში ჩართულობით, ბავშვები შრომის ფასს, სიამოვნებასა და სიხარულს ნახულობენ“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ.