რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს
რუსთავში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს

რუსთავში „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, რომელიც სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე ერთ- ერთი მაღაზიის წინ იდგა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ,  გვიან ღამით აპარატი მაღაზიასთან იყო. ქურდობა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა.

გამოძიება 177- ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.