რუსთავში, რუსთაველის 18 ნომერში სურსათის მაღაზია დააყაჩაღეს. როგორც მაღაზიის მეპატრონე მიმოზა შურღაია აცხადებს, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით და ხელჯოხით შევიდა და თანხა მოსთხოვა. წაღებულია 300 ლარი და მობილური ტელეფონი.
როგორც დაზარალებული აცხადებს, მძარცველი 25-იდან 30-წლამდე მამაკაცი იყო და ის ნიღბის გარეშე მოქმედებდა.
ადგილზე ამ წუთებში მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
უწყების ცნობით, დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.