რუსთავში შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო
რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის N1-ში შუახნის ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი საკუთარ სახლში, დედამ ნახა.
შემთხვევის ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.