რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მდებარე „ექსპრესს ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს.
თვითმხილველების განცხადებით, შუახნის მამაკაცი ბანკში ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირი დაცვის სამსახურმა დააკავა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველებიც მივიდნენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირი ცხელ კვალზე, ადგილზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.