რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ორი ადამიანი შემთხვევის ადგილიდან უვნებლად გამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.