რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულომ პირველი სხდომა ისე დაასრულა, რომ თავმჯდომარე ვერ აირჩია.
საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კანდიდატურა ორმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა წამოაყენეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კანდიდატი არ დააყენა. მათ განაცხადეს, რომ მხარს დაუჭერენ გახარიას პარტიას, თუ მათთან გამართავენ კონსულტაციებს.ამის შემდგომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.
პირველ ტურში 16 ხმა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, სამი ხმა კი, პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატმა მიიღო.
ხელახალი კენჭისყრის დაწყებამდე კი, სხდომათა დარბაზი პარტია საქართველოსთვის წევრებმაც დატოვეს. საკრებულომ მეორე სხდომა ერთი კვირის ვადაში უნდა ჩაინიშნოს.