რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს
რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს

რუსთავში საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის „გაზაფხულის რიტმები 2018“-ის დასკვნითი ღონისძიებები მიმდინარეობს.
ცენტრალური პარკიდან მერიის მოედნის მიმართულებით, ფოლკლორული ჯგუფების მონაწილეობით აღლუმი მოეწყო, რის შემდეგაც რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ფესტივალში მონაწილე უცხოურ დელეგაციებს უმასპინძლა.

რუსთავის მერიის მიმდებარედ, თავისუფლების მოედანზე საფესტივალო ჩვენება მიმდინარეობს.

18:00 საათზე ფესტივალი საზეიმოდ დაიხურება.