რუსთავში საეკლესიო მაღაზია გაქურდეს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა მესხიშვილის ქუჩაზე მოხდა. მაღაზიიდან წაღებულია თანხა 250 ლარის ოდენობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.