რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილი თავს კარგად გრძნობს
რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში ნაპოვნი ჩვილი თავს კარგად გრძნობს.
ახალშობილი კლინიკა “რუსთავის” სამშობიაროში რჩება. როგორც სამშობიაროს მთავარი ექიმი ნინო ონიანი აცხადებს, ჩვილი 6 იანვარს, 22:00ს საათზე საპატრულო პოლიციამ მიიყვანა. ახალშობილი რამდენიმე საათის დაბადებული იყო და გადაციებული იყო. მას ჩაუტარდა ყველანაირი დახმარება, გამოკვლევები.
„ჩვილი ამ დროისთვის ჩვენთან რჩება, ველოდებით სოციალურ სამსახურს და უახლოეს პერიოდში მოხდება მისი გადაყვანა ჩვილ ბავშვთა სახლში”, – აცხადებს ექიმი.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.