რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
რუსთავში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე N41-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.

ცეცხლი კორპუსის მეორე სადარბაზოში, მეორე სართულზე მდებარე ბინაში, სავარაუდოდ, სანთლისგან გავრცელდა. დამწვარია სამლოცველო კუთხე, საწოლი და რამდენიმე კვადრატული მეტრი ფართი.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.