უხვი ნალექის შედეგად, რუსთავის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, იაღლუჯის მთიდან ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა სანიაღვრე სისტემა გაავსო, რის გამოც წყლის დიდი ნაკადის გატარება ვერ ხერხდება. ნიაღვარი მოედინება შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე.
ადგილზე რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული.