რუსთავში „ქართული ფოლადის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება
რუსთავში „ქართული ფოლადის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება

რუსთავში „ქართული ფოლადის“ თანამშრომლების გაფიცვა გრძელდება.

საწარმოს თანამშრომლები დილიდან აწარმოებენ ქარხნის ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს​. დირექცია დღეს წვრილსორტული საამქროს თანამშრომლებს შეხვდა. მათი განმარტებით, ადმინისტრაცია მოლაპარაკებებზე წამოვიდა, თუმცა საბოლოო შედეგი მიღწეული არ არის. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

გაფიცულებს პროფკავშირების გაერთიანებაც შეუერთდა.